14:00, პენიტენციური სამსახურის შენობასთან (სანდრო ეულის 3) ვიკრიბებით, ვისაც ლაკა გვიყვარს, გვეიმედება და ვგულშემატკივრობთ.

პენიტენციურ სამსახურში შედგება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი ანი ქავთარაძე. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობისთვის.

შეხვედრამდე, დილით ექიმი მაკა იოსელიანი კიდევ ერთხელ მოინახულებს და გასინჯავს ელენეს რუსთავის ქალთა ციხეში.

წერს ნიკა გვარამია.