“თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ – ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა…არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.”
ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრა ნიუსისეთერში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.















