თბილისის მერი: უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ დავაზუსტეთ

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერიამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვა ყოფილმა მერმა გიგი უგულავა გასცა.

“როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს – 2013 წელს, ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც 8-9 სართულის სიმაღლის არის – მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ დავაზუსტეთ”.,განაცხადა კახა კალაძემ.