კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონი გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და გამორჩეული მოღვაწე თავის სფეროში. მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა როგორც შსს-ში, ისე უსაფრთხოების სამსახურში, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და მან თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი, ეს რა თქმა უნდა, მისი საქმეა. კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი, მას გამოარჩევს კეთლსინდისიერება.

აცხადებს, “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე გეკა გელაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანაზე.