ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას…
ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები.





