20 მილიონი დოლარი „მადიარისთვის“: კრემლი უკრაინელ სარდალზე ნადირობს

რუსეთის ხელისუფლებამ, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კრიმინალური ქსელების მეშვეობით, გამოაცხადა 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის პოვნაში. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებს ქვედანაყოფის წევრებმა უამბეს.

თავად ბროვდიმ გამოცემას განუცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტზე რუსეთის ყველა დანაკარგის დაახლოებით მესამედი უპილოტო ჯარებზე მოდის. მისი თქმით, ომის დაწყებიდან მოყოლებული მისმა ქვედანაყოფებმა დაკარგეს 79 მებრძოლი და თითოეული დაღუპულისთვის დაჭრეს ან მოკლეს 656 რუსი სამხედრო.

მუქარების გამო, ბროვდის და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვა უწევთ. ინტერვიუს მიმდინარეობისას WSJ-ის ჟურნალისტს მოუწია გეოლოკაციის გამორთვა და თავისი სმარტფონის მოთავსება ფარადეის ჩანთაში, რომელიც ბლოკავს მობილურ კავშირს, Wi-Fi-ს, Bluetooth-სა და GPS-ს. საკომანდო ცენტრში ის დაბურულმინებიანი მანქანით მიიყვანეს.

რობერტ ბროვდი — უჟგოროდის მკვიდრია, უნგრული წარმოშობის. ომამდე იგი მარცვლეულის ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომში მოხალისედ წავიდა. 2022 წლის მაისში ბროვდიმ შექმნა აეროდაზვერვის ქვედანაყოფი „მადიარის ჩიტები“. დროთა განმავლობაში იგი გაიზარდა უპილოტო სისტემების 414-ე ცალკეულ ბრიგადად.

2025 წლის მაისში ბროვდიმ მიიღო უკრაინის გმირის წოდება, ხოლო ერთი თვის შემდეგ სათავეში ჩაუდგა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებს. რუსეთში „მადიარს“ დაუსწრებლად მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. მას ბრალად სდებენ დანაშაულის 46 ეპიზოდს, მათ შორის „ტერაქტებს, რომლებმაც გამოიწვიეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენება“.

პოპულარული

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით...

ყველა ამბავი

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.უკრაინის დონეცკის ოლქის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო " - ამის შესახებ ინფორმაციას, გენერალური პროკურატურა ავრცელებს."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს.შსს-ს თანახმად,...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” ხუთი...

გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას – აქტივისტი სერგეი ყანჩელი

"გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას "- აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ და შეახსენა მათ რუსეთის დატოვების...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მესიმ გოლი გაიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებს 10-წუთიანი...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძეს (რომელმაც ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა) შეხვდა,...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებზეც რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ დარღვევებს განიხილავენ. დღის წესრიგშია საქართველოში მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური სპექტრის...