რომის პაპი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV საფრანგეთში ვიზიტისას სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შვიდ მსხვერპლს შეხვდა. ის თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ესაუბრა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

რომის პაპი ლეო XIV კვირას, 27 სექტემბერს, ოთხ მამაკაცსა და სამ ქალს შეხვდა, რომლებიც საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. შეხვედრები ტარბისა და ლურდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში გაიმართა. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, ლეო XIV თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ესაუბრა.

შეხვედრები ადგილობრივი დროით 17:30 საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. პაპმა მოისმინა დაზარალებულთა ისტორიები და მათი წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილება. ზოგიერთ მათგანთან ერთად მან რამდენიმე წუთის განმავლობაში ილოცა.

19:00 საათის შემდეგ ლეო XIV ყველა დაზარალებულს ერთ ოთახში შეხვდა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან თანამშრომლობის იმედიც გამოთქვა, რათა მორწმუნეთა თემი იქცეს ადგილად, სადაც „ყველა ასაკის ქალი და კაცი ნუგეშსა და განკურნებას იპოვის“.

ლეო XIV-მ ფრანგ ეპისკოპოსებს ძალადობის პრობლემაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

ლურდში ვიზიტისას პაპი საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის წევრებსაც შეხვდა. ეს ორგანო კათოლიკურ თემში წამოჭრილ ლიტურგიულ, დისციპლინურ და სხვა საკითხებს განიხილავს. ლეო XIV-მ მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვანებზე ძალადობის მტკივნეული პრობლემის მოსაგვარებლად.

„თქვენ გადადგით გაბედული ნაბიჯები ამ ძალადობასთან საბრძოლველად: ყურადღებით მოუსმინეთ დაზარალებულებს, იღვაწეთ სიმართლის, სამართლიანობის, პატიებისა და გამოსყიდვისთვის და მტკიცედ დაიცავით ამ დანაშაულების პრევენციისა და ადამიანების დაცვის პრინციპები. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ. ვიცი, რომ თქვენს კონფერენციას ძალიან მძიმე პერიოდების გავლა მოუხდა. აუცილებელია არჩეული გზის გაგრძელება და მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნება“, — თქვა პაპმა.

ლეო XIV საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება

ლეო XIV-ის საფრანგეთში ვიზიტი 25 სექტემბერს დაიწყო. ეს რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ ქვეყანაში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა კათოლიკური ეკლესიის მეთაური ბენედიქტე XVI იყო.

პაპი საფრანგეთში ოთხ დღეს გაატარებს. 25 სექტემბერს მან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საღამოს ღვთისმსახურება ჩაატარა, შემდეგ კი პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ახალგაზრდებთან ერთად მასშტაბურ ლოცვით შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო დღეს მან პარიზში, თანხმობის მოედანზე, მესა ჩაატარა, რომელსაც 700 ათასი ადამიანი დაესწრო.

27 სექტემბერს რომის პაპი ევროპის ერთ-ერთ მთავარ სალოცავ ცენტრში, ლურდში ჩავიდა. კათოლიკური ეკლესია სარწმუნოდ მიიჩნევს ცნობებს იმის შესახებ, რომ 1858 წელს ადგილობრივ მასაბიელის მღვიმეში 14 წლის ბერნადეტ სუბირუს ღვთისმშობელი არაერთხელ გამოეცხადა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან შეხვედრის გარდა, ლეო XIV-მ ლურდში მესა ჩაატარა და ჩირაღდნებით მსვლელობას გაუძღვა. 28 სექტემბერს ის მეცში ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლას გეგმავს.

პოპულარული

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...