გარდაიცვალა მსახობი მარინა ვლადი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, ვლადიმირ ვისოცკის ქვრივი. მსახიობის გარდაცვალების შესახებ AFP-ს მისმა ოჯახის წევრებმა აცნობეს.

მარინა ვლადი (ეკატერინა-მარინა პოლიაკოვა-ბაიდაროვა) პარიზის მახლობლად, რუსეთიდან ემიგრირებული ოჯახის წევრად დაიბადა.

კინოში პირველად ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გამოჩნდა — იტალიურ ფილმში.

როგორც მსახიობს, უმუშავია ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ ჟან-ლუკ გოდარი, ორსონ უელსი და ბერტრან ტავერნიე; ასევე უთამაშია მარჩელო მასტროიანისთან ერთად.

მარინა ვლადი 26 წლის ასაკში, მარჩელო მასტროიანისთან ერთად, 1954 წლის ფილმში „სიყვარულის დღეები“

მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „ჯადოქარი“, „კლევის პრინცესა“, „მყარი მტკიცებულებები“, „შუაღამის ზარები“ და სხვა.

1963 წელს ვლადიმ კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო მარკო ფერერის ფილმში „ფუტკრების დედოფალი“ შესრულებული როლისთვის. ფილმი ასევე ცნობილია სახელწოდებით „საქორწინო საწოლი“.

1965 წელს ვლადი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

მარინა ვლადი 2019 წლის ოქტომბერში, კინოფესტივალზე

1970 წელს ის ცნობილ საბჭოთა მსახიობზე, პოეტსა და მომღერალ ვლადიმირ ვისოცკიზე დაქორწინდა — ის მსახიობის მესამე ქმარი გახდა. ვლადი ვისოცკის მეუღლე მის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე იყო. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი „ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა“.

ვისოცკიმდე ვლადი დაქორწინებული იყო რეჟისორ რობერ ოსეინზე და მოგზაურ ჟან-კლოდ ბრუიეზე. პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავდა, მეორედან — კიდევ ერთი. ვისოცკისთან შვილები არ ჰყოლია. მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადი კიდევ ერთხელ დაქორწინდა.

„ის საკუთარ სახლში, ახლობლებისა და თავისი ცხოველების გარემოცვაში გარდაიცვალა […] მან ხანგრძლივი, მშვენიერი და მოვლენებით სავსე ცხოვრება განვლო“, — ციტირებს AFP ვლადის შვილების განცხადებას.

პოპულარული

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...