საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კონფერენცია გაიმართა

საფრანგეთის პარლამენტში, კოლბერის დარბაზში, საფრანგეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით, დისკუსია, სახელწოდებით „დემოკრატიის ხელყოფა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და „კულტურა, როგორც წინააღმდეგობის საშუალება“ გაიმართა.

ღონისძიებაში ევროპელი პოლიტიკოსები, ქართველი უფლებადამცველები და ფრანგი ხელოვანები, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.

„2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ფონზე, კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს ქართველი ხალხის წინააღმდეგობა ჩაგვრისა და თავისუფლებების შეზღუდვის მიმართ. სიმღერის, თეატრისა თუ ხელოვნების საშუალებით ქართველი ხალხი კულტურას იყენებს, როგორც წინააღმდეგობის იარაღს იმ რეჟიმის რეპრესიების წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი ხალხის ხმის ჩახშობას. კონფერენცია ორ მრგვალ მაგიდად იქნება ორგანიზებული. პირველ ნაწილში საუბარი შეეხება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, მათ შორის კულტურის სფეროში, მეორე ნაწილი კი დაეთმობა კულტურული წინააღმდეგობის მონაწილეებს და კულტურის როლს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მშვიდობიან მობილიზაციაში“ – ნათქვამია ღონისძიების შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების დღის წესრიგი ასე გამოიყურებოდა:

• 14:30 – გახსნა: ბ-ნი სტივი გიუსტავი (Steevy Gustave), საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
• 14:45 – ქალბატონ კონსტანს ლე გრიპის (Constance Le Grip) გამოსვლა. ის არის ევროპული რეზოლუციის პროექტის მომხსენებელი (რომელიც ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ილიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობას და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის რეაფირაციას.
• 14:55 – ბ-ნი ოთარ ზურაბიშვილის გამოსვლა, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი.
• 15:00 – მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
მრგვალი მაგიდა №1: „დემოკრატიის დარღვევები 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“
• ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
• ქალბატონი ნატალი ლუაზო (Nathalie Loiseau) – ევროპარლამენტარი, საფრანგეთის ყოფილი მინისტრი ევროპულ საქმეებში.
• თორნიკე გორდაძე – ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარი, საქართველოს ყოფილი მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
• ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
16:30 – მრგვალი მაგიდა №2: „კულტურა, როგორც წინააღმდეგობის იარაღი“
• ქალბატონი ნანა ექვთიმიშვილი – ქართველი კინორეჟისორი, მწერალი.
• ქალბატონი ირმა ინარიძე – ქართველი აქტივისტი.
• ბ-ნი გიომ გალიენი (Guillaume Gallienne) – მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი, „კომედი ფრანსეზის“ (Comédie Française) წევრი.
• MC Solaar – ფრანგი რეპერი, მომღერალი, მსახიობი და პოეტი.
• ბ-ნი დომინიკ სოპო (Dominique Sopo) – პედაგოგი, ორგანიზაცია „SOS Racisme“-ის პრეზიდენტი.
კოლოკვიუმს უძღვება ბ-ნი ფლორან პარმენტიე (Florent Parmentier), CEVIPOF-ის (Sciences Po) გენერალური მდივანი.

კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური, რომლის გამოსვლასაც სრულად გთავაზობთ:

„დღეს მინდა ვისაუბრო არა მხოლოდ ცალკეულ კორუფციულ დანაშაულებზე, არამედ იმაზე, თუ
როგორ გადაიქცა კორუფცია საქართველოში მმართველობის სისტემად და რა აქვს მას საერთო
რუსულ მმართველობის სისტემასთან. როგორ ეხმარება საქართველოში გაბატონებული კორუფცია
რუსეთის ინტერესების გატარებას და ჩვენი სახელმწიფოს მოშლას.

ჯერ კიდევ 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ქვეყანაში
კორუფციამ სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო. ეს არის კორუფციული მმართველობის
უმძიმესი ფორმა, როდესაც გავლენიანი პირები პოლიტიკას, კანონებსა და ეკონომიკურ წესებს
საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ, ხოლო საჯარო ინსტიტუტები
საზოგადოებას კი არა, ამ კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან.

ასეთი მმართველობის სისტემით მმართველ ელიტას უმარტივდება ძალაუფლების შენარჩუნება.
შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს არჩევნები და ფორმალურად არსებობდეს ინსტიტუტები,
მაგრამ ეს ყველაფერი ბუტაფორიის სახეს იღებს. ამავე სისტემით მარტივია პროპაგანდის
წარმოება, საკუთარი მოსახლეობის ტყუილში დაჯერება და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაც,
რასაც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ.

დღეს საქართველოში სწორედ ასეთი სისტემა მოქმედებს: ერთი არაფორმალური
ძალაუფლების ცენტრი აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს,
პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და
ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში პრაქტიკულად არ დარჩა არც
ერთი ინსტიტუტი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს „ქართული ოცნებისა“ და მისი
დამფუძნებლის ნება-სურვილს.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება საჯარო თანამდებობა, რათა სახელმწიფოზე გავლენა ჰქონდეს.
მისი ძალაუფლება ეფუძნება ერთგული ადამიანების დანიშვნას, სახელმწიფოსა და ხალხის
ფინანსური რესურსებისა და ქონების განაწილებას, კორუფციით გამდიდრებულ და სხვა
დანაშაულებში ჩართულ ჩინოვნიკებს, ადამიანების დაშინებით კონტროლსა და მისი გარემოცვის
დაუსჯელობას.

შედეგად, საქართველოში ინსტიტუტები ფორმალურად არსებობს, მაგრამ მათ დაკარგული აქვთ
კონსტიტუციური ფუნქცია: პარლამენტი აღარ აკონტროლებს მთავრობას; სასამართლო აღარ
იცავს ადამიანს პოლიტიკური ძალადობისგან; პროკურატურა აღარ იძიებს ხელისუფლებასთან
დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებსა და კორუფციას; უსაფრთხოების სამსახური კი გამოიყენება
პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ.

მიტაცებულია საკონსტიტუციო სასამართლოც — ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციას,
ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს უნდა იცავდეს. ამჟამად იქ განიხილება
მმართველი პარტიის მოთხოვნა რამდენიმე მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების
გაუქმების შესახებ. თუ ეს პარტიები აიკრძალება, მათთან დაკავშირებულ პირებსაც აეკრძალებათ
პოლიტიკური საქმიანობა. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება გამოყენებულ იქნეს
არა კონსტიტუციის დასაცავად, არამედ ერთპარტიული მმართველობის დასაკანონებლად.
ჩვენს კვლევებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღრიცხულია ელიტური კორუფციის 300-ზე
მეტი შემთხვევა, რომლებშიც ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. ამ საქმეების
უმეტესობაზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა. მდიდრდებიან ერთეულები, ხალხი კი
წლების განმავლობაში ღარიბი რჩება.

სახელმწიფო ქონება, ბიუჯეტი და საჯარო შესყიდვები პოლიტიკური ერთგულების
დასაჯილდოებლად გამოიყენება. ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ
კონტრაქტებს, წვდომას რესურსებსა და სახელმწიფო ქონებაზე, შემდეგ კი ეს ბიზნესმენები ან
მათთან დაკავშირებული პირები თანხებს მმართველ პარტიას სწირავენ. ამ გზით მოქალაქეების
ფული მმართველი ელიტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებად გარდაიქმნება.
შედეგად, მმართველ პარტიას მთლიან ოპოზიციასთან შედარებით დაახლოებით სამჯერ, ზოგჯერ
კი ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს.აღნიშნულ კორუფციულ სქემებზე
სახელმწიფო ინსტიტუტები არ რეაგირებენ.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ კორუფცია — ეს არის სახელმწიფო რესურსების გამოყენება
მმართველი პარტიის პოლიტიკური და ფინანსური მონოპოლიის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფერს
კლასიკური კლეპტოკრატიის ფორმა აქვს.

ამ სისტემის საყრდენი არის მიტაცებული მართლმსაჯულება. პროკურატურა და სასამართლო
კოორდინირებულად მოქმედებენ მაშინ, როდესაც სამიზნე ხელისუფლების პოლიტიკური
ოპონენტი, ჟურნალისტი, აქტივისტი ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია. შეგიძლია
აწამო აქციის მონაწილე, მტკიცებულებების გარეშე უზარმაზარი ჯარიმა დააკისრო მას,
ციხეში გაუშვა კრიტიკული გამონათქვამისთვის, ქიმიური ნივთიერება გამოიყენო მის
წინააღმდეგ, მაგრამ ამისთვის შენ, როგორც მაღალჩინოსანი, არ დაისჯები. რა სისტემას
გაგონებთ ეს? ალბათ რუსეთის!

მიტაცებული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების შედეგია, რომ საქართველოში გვყავს
პოლიტპატიმრები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ ინდივიდუალურად
შეისწავლა აქციებთან კავშირში დაკავებულთა საქმეები და 91 ადამიანი ევროსაბჭოს
კრიტერიუმების შესაბამისად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. მათ შორის არიან ჟურნალისტი მზია
ამაღლობელი, პოლიტიკოსი და ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია, ასევე მსახიობები, ექიმები,
სტუდენტები, ბიზნესმენები და სხვა მოქალაქეები. ესენი არიან საქართველოს პატრიოტები,
წესიარი და კანონმორჩილი მოქალქეები. მათი ერტდერთი დანაშაული საქართველოს სიყვარულია.
მიტაცებულია საარჩევნო ადმინისტრაციაც. ფორმალურად არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო
კომისია ატარებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარშემო
ჩამოყალიბებული არაფორმალური ქსელი მართავს. ამ სისტემის მეთოდებია ამომრჩევლებზე

სახელმწიფოს მიტაცება შეუძლებელია კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების
ჩახშობის გარეშე. კრიტიკულ მედიას ფინანსურად ახრჩობენ, აჯარიმებენ და ლიცენზიის
დაკარგვით ემუქრებიან. ე.წ. „რუსული კანონების“ მიღებას კი სამოქალაქო სექტორზე
უპრეცედენტო ზეწოლა მოჰყვა — ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა, პერსონალური
მონაცემების ამოღება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხე.

ჩემი პროფესიული საქმიანობაც ორ გამოძიებაში მოაქციეს. ფორმალურად მე მოწმის სტატუსი
მაქვს, მაგრამ საქართველოში კარგად ვიცით, რამდენად სწრაფად შეიძლება მოწმე ბრალდებულად
გადაიქცეს. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებისა და მრავალმხრივი ზეწოლის გამო
იძულებული გავხდით, საქართველოში დაგვეხურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა —
საქართველოს“ ხუთივე ოფისი. დაიხურა ორგანიზაციის ფიზიკური სივრცეები, მაგრამ არ
შეწყვეტილა ჩვენი საქმიანობა და ჩვენი ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
საქართველოში უკვე გვყავს ასობით დასანქცირებული ან სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვების
ქვეშ მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელი და მასთან დაკავშირებული პირი. მათ შორის არიან
მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციისა და უსაფრთხოების
სამსახურების მაღალჩინოსნები. აშშ-ის მიერ დასანქცირებულია თავად ბიძინა ივანიშვილიც —
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესების გატარების გამო.

ასევე ორი მთავარი პროსახელისუფლებო ტელევიზია — „იმედი“ და POSTV — გაერთიანებული
სამეფოს მიერ არის დასანქცირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან
დაკავშირებული მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ეს აჩვენებს, რომ მათი
პროპაგანდა მხოლოდ შიდა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი არ არის — ის რუსეთის
საინფორმაციო და სტრატეგიულ ინტერესებსაც ემსახურება.

რატომ ვუწოდებ ამას რუსულ მმართველობის მოდელს? იმიტომ, რომ ამ მოდელის საფუძველია ოლიგარქის არაფორმალური ძალაუფლება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება, სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკურ
იარაღად გამოყენება, კრიტიკული მედიის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების
„უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება, დასავლეთის მტრად წარმოჩენა და კორუფციისა და
პოლიტიკური ლოიალობის ერთ სისტემად გაერთიანება.

ეს არის სტრატეგიული კორუფცია — როდესაც კორუფცია მხოლოდ გამდიდრების საშუალება
აღარ არის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად გამოიყენება.
არ არის აუცილებელი, თითოეული გადაწყვეტილება მოსკოვიდან მიღებული წერილობითი
ბრძანების შედეგი იყოს. საკმარისია, რომ მმართველობის მთელი მოდელი საქართველოს
ასუსტებდეს, ანადგურებდეს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აშორებდეს ევროკავშირს და
ზრდიდეს მის დამოკიდებულებას რუსეთზე. სწორედ ეს არის კრემლის სტრატეგიული
ინტერესი.

ამიტომ საქართველოში მიმდინარე ბრძოლა არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება.
ეს არის ბრძოლა ევროპულ დემოკრატიასა და რუსულ ავტორიტარულ მოდელს შორის.
მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, ქართველი ხალხი ძალიან მყარად დგას თავის ბრძოლაში.
მათ აღარ აქვთ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის იმედი, მაგრამ ის უპრეცედენტო
სოლიდარობა და აქტიურობა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ, უშედეგოდ არ
ჩაივლის, დარწმუნებული ვარ.

გამოსავალს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბრძოლის გაგრძელებაში ვხედავ. ჩვენ არ
ვაკისრებთ პასუხისმგებლობას სხვას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის. თუმცა ეს, ამავე
დროს, არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და დემოკრატიისთვის და ეს ისეთი საკითხია,
რომელსაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ძალების გაერთიანება სჭირდება.

ამიტომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში
მოქმედი რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი
გათავისუფლების მოთხოვნა; მიზნობრივი სანქციები სახელმწიფოს მიტაცების, ძალადობისა და
პოლიტიკური დევნის ორგანიზატორებისა და მათი ფინანსური ქსელების წინააღმდეგ; და
საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დაკავშირება მკაფიო და გაზომვად
დემოკრატიულ პირობებთან.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ევროპული არჩევანი გააკეთა. ადამიანები
დაპატიმრების, ძალადობისა და სამსახურის დაკარგვის რისკის მიუხედავად კვლავ იცავენ ამ
არჩევანს.

ჩვენი თხოვნა მარტივია: ნუ დატოვებთ საქართველოს მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ,
რომელიც სახელმწიფოს მიტაცებას, კორუფციასა და რეპრესიას რუსეთის სტრატეგიული მიზნების
სამსახურში აყენებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას. ჩვენ გვჯერა, რომ ძალა ერთობაშია“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

პოპულარული

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...