“რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით ” – განაცხადა ამის შესახე უკრაინის მეთაურმა, ვლოდიმირ ზელენსკიმ. ის აღნიშნავს, რომ “რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს”.
„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ზუსტად მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონს და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს.[…] ყველა ასეთი თავდასხმა იმიტომ ხდება, რომ აგრესორზე ზეწოლა ტოტალური არ გამხდარა და რუსეთი თვლის, რომ შეუძლია განაგრძოს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადება. შეერთებულ შტატებს ახლა შესაძლებლობა აქვს, გადამწყვეტად უპასუხოს. ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები სიცოცხლის დასაცავად, გვჭირდება სანქციები რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც მას ფულის გამომუშავებაში ეხმარება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.


