ზელეგიტიმურები ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია–ზურა ჯაფარიძე ქართული ოცნების იზოლაციის მასშტაბებზე

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას და აშშ–ში ჩასვლას სტატუსს უძღვნის, რომელშიც აანალიზებს მის შეხვედრებს და ქართული ოცნების იზოლაციის მასშტაბებს. ამ მასშტაბის საილუსტრაციოდ მას სხვა ქვეყნების ლიდერების და საქართველოს სხვა ლიდერების მაგალითები მოჰყავს.
“ზელეგიტიმურები ამჯერად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების და რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში.
ყველაფერი შედარებითია ამ სამყაროში და მეც რამდენიმე შედარება გავაკეთე.
ოღონდ ერთი დათქმაა წინასწარ საჭირო – როდესაც მე (ჩვენ) ვსაუბრობ(თ) ამათ იზოლაციაზე იგულისხმება იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან, აშშ-სგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, სხვა დემოკრატიული ქვეყნებისგან. დუშანბესგან, ტაშკენტისგან და აშხბადისგან იზოლაცია არც იგულისხმება და არცაა საინტერესო.
ვის შეხვდა კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წელს:
თურქეთის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი – ამათ აქვე ახლოშიც შეხვდებოდა, ნიურკში წაწოწიალება არაა ამისთვის საჭირო
ნაურუს პრეზიდენტი – დეოკუპაციაზე მუშაობის ილუზიის შესაქმნელად.
სერბეთის პრეზიდენტი – ვუჩიჩით ჩაანაცვლეს ორბანი იმის საჩვენებლად რომ ევროპაში ვიღაც მაინც ართმევს მათ ხელს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე – რომელიც ყველას ხვდება სწორედ ამ თანამდებობიდან გამომდინარე, თუმცა ამათ ეცადეს გაეყიდად როგორც შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან (რაც ასევე არის მისი თანამდებობა).
გაეროს გენ. მდივანი – რომელიც ასევე ყველას ხვდება მისი თანამდებობიდან გამომდინარე.
ევროპის საბჭოს გენ. მდივანი – რომელსაც ასევე გაცხადებული პოლიტიკა აქვს რომ ყველას ხვდება, თბილისშიც კი იყო ჩამოსული.
ესაა სულ.
არცერთი შეხვედრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რომელიმე ლიდერთან. არცერთი შეხვედრა ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტის ხელმძღვანელთან (ევროპის საბჭო ევროკავშირის ინსტიტუტი არ არის). არცერთი შეხვედრა აშშ-ს რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთან.
ახლა ვნახოთ პაშინიანი:
თურქეთი, ირანი, საქართველო – მეზობლები, რომლებიც შეგვიძლია ფორმალობათ ჩავთვალოთ.
ტაილანდის პრემიერი
გაეროს გენ. მდივანი, ეუთოს გენ. მდივანი (ყველას ხვდებიან)
საბერძნეთის პრემიერი, ფინეთის პრეზიდენტი, სლოვენიის პრემიერი, რუმინეთის პრეზიდენტი – ევროკავშირის წევრი 4 ქვეყანა
ურსულა ფონდ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის — DFC-ის — ინვესტიციების ხელმძღვანელი.
შეხვედრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT შეგიძლიათ დაგუგლოთ რა უნივერსიტეტია).
შეხვედრა ციფრული განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

 

შეხვედრა აშშ-ს სავაჭრო პალატაში.

მონაწილეობა ‘კონკორდია’ სამიტის პანელურ დისკუსიაში TRIPP პროექტის შესახებ (აი აზიის და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი რომ არის, ჩვენ რომ გვერდს გვივლის, მაგაზე სალაპარაკოდ).

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს (ალიევი არ ჩასულა) ჰქონდა 37 ორმხრივი შეხვედრა.

მაგრამ ოკ, სომხეთი და აზერბაიჯანი გვერდით გადავდოთ და საქართველოს წინა ხელისუფლებები ვნახოთ:

2000 წელს შევარდნაძე დაესწრო გაეროს გენერალურ ასამბლეას და:

გაეროს გენ მდივანს (ყველას ხვდებოდა, ირანის და თურქეთის პრეზიდენტებს (ოკ, მეზობლები არიან), იაპონიის პრემიერმინისტრს (!), ირლანდიის პრემიერმინისტრს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს (!)

2000 წელს, როცა არ გვაქვს ელ. ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ბიუჯეტი გვაქვს ალბათ 800 მილიონი ლარი და იმასაც ასეკვესტრებენ ყოველ წელს, კორუფცია ჭამს ყველაფერს, გაუთოხნავი ყანა ვართ ფაქტობრივად და მიუხედავად ამისა შევარდნაძე ხვდება მადლენ ოლბრაიტს

ცოტა ზემოთ ამოვიწიოთ

2010 წელს სააკაშვილი დაესწრო გაეროს გენერალურ ასამბლეას და:

შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სენეგალის პრეზიდენტს (აზრზე არ ვარ რისთვის :)) და ლიტვის, ფინეთის, კვიპროსისა და ხორვატიის პრეზიდენტებს.

ასევე შეხვდა ჰილარი კლინტონს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.

ასევე შეხვდა დონალდ ტრამპს (ტრამპი მაშინ უბრალოდ ბიზნესმენია, მაგრამ მაინც).

იგრძენით განსხვავება?

გავაგრძელებ. დავიკიდოთ სომხეთი, აზერბაიჯანი და წინა ხელისუფლებებიც.

მოდი ოცნების წინა პრემიერები/პრეზიდენტები ავიღოთ, იმ პერიდოდიდან როდესაც ოცნების ქაჯობა და რუსული უტიფრობა/სისასტიკე ჯერ კიდევ შეუმჩნეველი იყო ბევრისთვის ამ ქვეყანაში.

გიორგი მარგველაშვილი დაესწრო გაეროს გენერალურ ასამბლეას 2015 წელს და შეხვდა:

ლიტვის პრეზიდენტს, ლატვიის პრეზიდენტს, ხორვატიის პრეზიდენტს, პოლონეთის პრეზიდენტს, კონგრესმენებს/სენატორებს ნენსი პელოსის, ჯონ მაკკეინს, ბობ კორკერს, ბენ კარდინს, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო გაეროს გენერალურ ასამბლეას 2016 წელს და შეხვდა:

ბელგიის პრემიერმინისტრს, სლოვაკეთის პრეზიდენტს, მოლდოვის პრემიერმინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელს.

მამუკა ბახტაძე, 2018 წელი, იგივე ღონისძიება (აქ განსაკუთრებით თვალსაჩინოა რომ მეტეორი უკვე მოგვხვდა):

ბულგარეთის პრემიერი, ესტონეთის პრემიერი, ავსტრიის ფედერალური კანცლერი, მოლდოვის პრემიერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გაეროს გენ, მდივანი (ყველას ხვდებოდა), აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო (!).

ბახტაძე, ჰო, აი ის ბახტაძე. იმიტომ კი არა რომ ბახტაძე დაფრინავდა, იმიტომ რომ სახელმწიფოდ აღგვიქვამდნენ და არა ყანად.

სალომე ზურაბიშვილი, 2019 წელი, იგივე ღონისძიება:

ფინეთის პრეზიდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი, ლატვიის პრეზიდენტი, ნორვეგიის პრემიერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი,+ გვატემალა, ყაზახეთი, ერაყი, ბარბადოსი + გაეროს გენ მდივანი (ყველას ხვდებოდა) + უკრაინის პრეზიდენტი + დაესწრო ტრამპის დიპლომატიურ მიღებას.

ცოტა გრძელი გამოვიდა, მაგრამ შეჯამებისთვის:

გინდა მეზობელ ქვეყნებს შეადარე, გინდა წინა ხელისუფლებებს, გინდა იგივე ოცნების წინა პრემიერ/პრეზიდენტებს, სურათი ერთი და ნათელია – როცა აშშ-ზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ან ევროკავშირის ინსტიტუტებზეა საუბარი, ამათი მაქსიმუმი არის ფონ დერ ლაიენის გვერდით შემთხვევით მოხვედრილი ხუჭუჭას ფოტოს წარმოჩენა როგორც თავისუფალ სამყაროსთან იზოლაციის გარღვევა.
ნუ, მაკრონსაც აქვს ბეჭებზე 2-ჯერ ხელი წამორტყმული“– წერს ზურა ჯაფარიძე.

პოპულარული

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

„პუტინკები“ – „ხრუშჩოვკებისა“ და „სტალინკების“ შემდეგ: მობილური თავშესაფრები უკრაინული დრონებისგან დასაცავად

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რკინაბეტონის...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ...

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც"...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

ყველა ამბავი

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.უკრაინის დონეცკის ოლქის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო " - ამის შესახებ ინფორმაციას, გენერალური პროკურატურა ავრცელებს."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს.შსს-ს თანახმად,...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” ხუთი...

გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას – აქტივისტი სერგეი ყანჩელი

"გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას "- აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ და შეახსენა მათ რუსეთის დატოვების...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მესიმ გოლი გაიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებს 10-წუთიანი...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძეს (რომელმაც ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა) შეხვდა,...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებზეც რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ დარღვევებს განიხილავენ. დღის წესრიგშია საქართველოში მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური სპექტრის...