ჰაკერებმა FBI-ის სისტემა გატეხეს: მოპარულია სპეციალური აგენტების კონფიდენციალური მონაცემები

იბერდამნაშავეები, რომლებმაც FBI-ის სისტემები გატეხეს, აცხადებენ, რომ ათასობით სპეციალური აგენტის უაღრესად კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები მოიპოვეს. კიბერშეტევის დეტალები მათ დარქნეტში გამოაქვეყნეს.

მედია მოპარული დოკუმენტების ნიმუშებს გაეცნო. მათ შორისაა სამედიცინო შემოწმების შედეგები, რომლებიც აგენტების სამსახურებრივ ვარგისიანობას ადასტურებს: სისხლისა და შარდის ანალიზები, აგრეთვე ექიმების ჩანაწერები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ — მაგალითად, „ალერგია ზღვის პროდუქტებსა და ბანანზე“.

დოკუმენტებში მითითებულია აგენტების სრული სახელები და მისამართები, ასევე ცნობები ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათ შორის „სისხლი შარდში“ და „ქოლესტერინის მაღალი დონე“.

ექსპერტების შეფასებით, ამ კიბერშეტევამ, რომელსაც FBI უკვე იძიებს, შესაძლოა აგენტები თაღლითობის, შანტაჟისა და მიზანმიმართული თავდასხმების მიმართ დაუცველები გახადოს. მოპარული მონაცემები დამნაშავეებს სამართალდამცველების სახელით მოქმედებაშიც შეიძლება დაეხმაროს.

„ამ სიაში ათასობით აგენტის სახელის გასწვრივ წერია ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ“, — ამბობს კომპანია Cato Networks-ის საფრთხეების ანალიზის ვიცე-პრეზიდენტი ეტაი მაორი. „მოპარული პაროლის შეცვლა შეიძლება, სამედიცინო მონაცემების — არა. თუ ისინი გაჟონა, უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ინფორმაცია სამუდამოდ კომპრომეტირებულია. სწორედ შედეგების ეს შეუქცევადობა ხდის მთელი პერსონალისთვის ამ გაჟონვას განსაკუთრებით სერიოზულს“.

FBI-მ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. თუმცა ოთხშაბათს უწყებამ სისტემებში შეღწევის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ ინციდენტის გარემოებებს „აქტიურად იძიებს“.

კიბერშეტევის უკან დაჯგუფება ShinyHunters დგას. მისი წევრების მტკიცებით, FBI-ის სისტემები ორშაბათს გატეხეს, მოგვიანებით კი შეტევის დეტალები დარქნეტში გამოაქვეყნეს. მათ ჟურნალისტებს მოპარული მონაცემების ნიმუშები და საკუთარი მოთხოვნებიც გაუზიარეს.

უჩვეულოა ის, რომ ჰაკერები ფულს არ ითხოვენ. მათ სურთ, FBI-მ მაისში გამოქვეყნებული გაფრთხილება უკან გაიწვიოს. დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, რომ ამ გაფრთხილებამ ისინი „შეურაცხყო“.

ჟურნალისტებისთვის გადაცემული მონაცემების ნიმუშები ნამდვილს ჰგავს. მათში მითითებულია აგენტების სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, სამსახურებრივი ნიშნების ნომრები, თანამდებობები და ინფორმაცია მათი მეუღლეების შესახებ. მონაცემები ათასობით აგენტს ეხება, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებსაც, მაგალითად, დირექტორის მოადგილეებს.

კირან მარტინმა, დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ თუ შეტევა დადასტურდება, მონაცემთა გაჟონვის თვალსაზრისით ეს „მაქსიმალურად სერიოზული“ შემთხვევა იქნება.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოპარული მონაცემების ნაწილი ეხება აგენტებს, რომლებიც რუსეთის, ჩინეთისა და ნარკოკარტელების შესახებ გამოძიებებში მონაწილეობენ. გამოცემა 404 Media ვარაუდობს, რომ შესაძლოა გამჟღავნდა ინფორმაცია FBI-ის ჰაკერებთან მებრძოლი დანაყოფის შესახებაც, რომელზეც მანამდე ცოტა რამ იყო ცნობილი.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ გაჟონვა FBI-ის 38 ათას მოქმედ თანამშრომელს შეეხო. ახლა კი ჰაკერები ამტკიცებენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს: მათი თქმით, თავადაც თავდაპირველად შეამცირეს მასშტაბის შეფასება და სინამდვილეში დაახლოებით 60 ათასი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის კონფიდენციალური ინფორმაცია აქვთ.

კომპანია CyberSmart-ის გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ჯეიმი ახტარის თქმით, ჰაკერების განცხადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, თუმცა თავად მონაცემთა გაჟონვა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ასეთი მონაცემები შეიძლება გამოიყენონ უკიდურესად დამაჯერებელი ფიშინგშეტევებისთვის, სხვა პირის სახელით მოქმედებისთვის, პერსონალური მონაცემების მოპარვისთვის, შანტაჟისთვის ან უშუალოდ სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციებისთვის. ამიტომ შესაძლო შედეგები განსაკუთრებით სახიფათოა“, — ამბობს ის.

ჰაკერები, რომლებიც ჟურნალისტებს Telegram-ით ინგლისურად ესაუბრებიან, აცხადებენ, რომ თუ FBI მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, ხუთ დღეში მონაცემების სრულ მასივს გამოაქვეყნებენ.

ShinyHunters საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს. მას არაერთ გახმაურებულ კიბერშეტევას უკავშირებენ, მათ შორის Rockstar Games-სა და საგანმანათლებლო პლატფორმა Canvas-თან დაკავშირებულ ინციდენტებს.

დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, რომ გამოიყენეს FBI-ის მიერ მოხმარებული Oracle-ის ღრუბლოვანი საცავის დაუცველობა და რამდენიმე პლატფორმაზე მიიღეს წვდომა: FBIJobs-ზე — თანამშრომლებისა და კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების სისტემაზე; FBI MedLink-ზე — სამედიცინო ჩანაწერების საცავზე; და FBI BICS-ზე — სისტემაზე, რომელიც გამოძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში FBI-მ აღნიშნა, რომ ამჟამად ცდილობს დაადგინოს, ჰაკერებმა უშუალოდ უწყების სისტემები გატეხეს თუ მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლის სისტემა დააზიანეს.

„ამ საკითხს აქტიურად და საფუძვლიანად ვიძიებთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გარე მომსახურების მიმწოდებლებთან, რომლებიც FBIJobs.gov-ის მუშაობას უზრუნველყოფენ, რათა ნებისმიერი რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, — ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.

პოპულარული

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...