Volkswagen და Audi გერმანიაში დეფექტის გამო მილიონამდე ავტომობილს უკან იწვევენ

Volkswagen-ი, Audi და Seat გერმანიაში სულ მცირე 950 ათას ავტომობილს იწვევენ უკან. მიზეზი საჭის მართვის სისტემაში არსებული დეფექტური ჭანჭიკია, რომელიც კოროზიის გამო შესაძლოა გატყდეს და მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგოს.

საჭის მართვის სისტემაში არსებული დეფექტური ჭანჭიკის გამო, გერმანიაში თითქმის მილიონ ავტომობილს საჭის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის საფრთხე ემუქრება. ამის გამო გერმანული კონცერნი Volkswagen-ი და მისი შვილობილი კომპანიები, Audi და Seat, რამდენიმე მოდელის სულ მცირე 950 ათას ავტომობილს სერვისცენტრებში იწვევენ. მათ შორისაა Golf, Tiguan, Touran და Q3. ამის შესახებ პარასკევს, 25 სექტემბერს, სააგენტო dpa გერმანიის საავტომობილო ტრანსპორტის ფედერალური უწყების (KBA) მონაცემებსა და Volkswagen-ისა და Audi-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

სერვისცენტრებში უნდა შემოწმდეს 2013 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე გამოშვებული VW Tiguan, Touran, Golf Variant, Golf Sportsvan და Caddy. მსოფლიოში ასეთი 2,16 მილიონი ავტომობილია. იგივე პრობლემა შესაძლოა ჰქონდეს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მაისამდე წარმოებულ Audi Q3-საც. მსოფლიოში ამ მოდელის თითქმის 700 ათასი ავტომობილია, მათგან 58 555 — გერმანიაში.

უკან იწვევენ ასევე 2016 წლის აპრილიდან 2024 წლის სექტემბრამდე გამოშვებულ Seat Ateca-სა და Tarraco-ს. მათი რაოდენობა ზუსტდება. გერმანიის უწყების მონაცემთა ბაზაში ჯერ არ არის ინფორმაცია Volkswagen-ის ჯგუფის სხვა ბრენდების, მათ შორის Skoda-ს, ავტომობილების შესახებ, რომელთა სერვისცენტრებში გამოძახებაც შესაძლოა გახდეს საჭირო.

საჭის სამაგრი ჭანჭიკი კოროზიისადმი მგრძნობიარეა

„ხარისხის შიდა შემოწმებისას დადგინდა, რომ Volkswagen-ის სხვადასხვა სერიის გარკვეულ ავტომობილებს შესაძლოა საჭის მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეთ“, — განუცხადა Volkswagen-ის წარმომადგენელმა სააგენტო dpa-ს.

გარემო პირობების ზემოქმედებისა და გზებზე დაყრილ მარილთან მრავალწლიანი კონტაქტის შედეგად საჭის სამაგრი დეტალი შესაძლოა დაჟანგდეს. ამის გამო ის შეიძლება გატყდეს და მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგოს, განსაკუთრებით პარკირებისას ან დაბალ სიჩქარეზე მანევრირებისას. პრობლემის მოსაგვარებლად ჭანჭიკის გამოცვლაა საჭირო. ავტომფლობელებს სთავაზობენ, სერვისცენტრს მიმართონ უფასო შემოწმებისა და შეკეთებისთვის. პროცედურა ერთ საათზე ნაკლებს გასტანს.

პოპულარული

ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – უნგრული მედია

უნგრული მედიის ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ...

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა...

ექიმ მაია კოხტაშვილს არჩებნებზე კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც სამართალდამცველებმა სექტემბერში დააკავეს, საპროცესო...

დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – კობახიძე

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი,...

ყველა ამბავი

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაციას...

არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში – მუსელიანცის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ,...

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს,...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები შეიყვანა. რა ვიცით რუსეთის დელეგაციის წევრების - ვლადიმირ მედინსკის, სერგეი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო სწრაფად აგროვებს. 2026 წელი დაკვირვებების ისტორიაში ოთხ ყველაზე ცხელ წელს...

რუსების მიერ, ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს...