“ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს“–სოხუმის დაცემს დღეს საქართველოს მეგობრები განცხადებებს ავრცელებენ

დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.

საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო.

“დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში,რომელიც სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება.

როგორც საელჩო აღნიშნავს, დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება.

“დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს. არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება. 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა.

სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში – მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

“ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია.

ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

პოპულარული

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მასირებული დარტყმისთვის ემზადება, თავს გაუფრთხილდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...