სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.ქარდავას ბრალი ედებოდა სექსუალურ ძალადობაში, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
22 სექტემბერს, ქარდავას ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა – თუმცა, “ამნისტიის შესახებ” კანონის შესაბამისად სასჯელი განახევრდა და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


