ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა

ირანის ელჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ირკვევა, სეიედ ალი მოჯანი უწყებაში უკვე იმყოფებოდა, რის შესახებაც ინფორმაციას თავად საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ელჩს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა, რომელმაც განუმარტა, რომ როგორც რამდენიმე დღის წინ მის მიერ Facebook-ზე გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს და მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე.

„მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ირანის ელჩმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც “როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს” შეეხება. „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერდა ირანის ელჩი.

„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე – ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – დაწერა ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში.

პოპულარული

საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა: საია

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში...

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის „პაუზას“ არ აიღებს

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდა, სადაც გაეროს გენერალური...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც...

სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან,...

თაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს – დაკავებულია 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის...

AI კომპანიების ხელმძღვანელებმა გაეროს ტექნოლოგიის კონტროლისკენ მოუწოდეს

ხელოვნური ინტელექტი (AI) „შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა მთელი...

ყველა ამბავი

ბერა ივანიშვილი ღირსების დაცვას იწყებს – ვის უჩივის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი?

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებს. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არაერთი ცილისმწამებლური კამპანიის განმახორციელებელი პირები კანონის შესაბამისად...

“მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა” – კაცს ბრალი წარუდგინეს

პროკბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნას აიძულებდა. პროკურატურის  ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ დაკავებული...

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აივნიდან “გადმოშარდა”, 15 დღით დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევებენ

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც თბილისში, ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, იზოლატორის დატოვების შემდეგ კი - 3...

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია: Rapporteur

საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ამ ინიციატივას ერთსულოვნად უპირისპირდებიან - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ევროპული...

უხერხულია, ქვეყნის ყველა მიღწევას საკუთარ თავზე იბრალებს – მათიკაშვილი ღარიბაშვილზე

პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს სამართლებრივი დავის კარგს არაფერს მისცემს, რამეთუ უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელზედაც პასუხი აქვს მას გასაცემი, თუ...

სესხების გაცემის წესი იცვლება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.თუ აქამდე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დაკავებულის ადვოკატი ტაბულას ეუბნება, რომ ჭულუხაძე საპატიმროს ივლისში დატოვებს.  ჭულუხაძეს 1-წლიანი...

ტრამპმა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელოვნური ინტელექტის კონტროლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი უმსხვილესი კომპანიების — Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ისა და xAI-ის — ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შედეგად...

თაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს – დაკავებულია 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად,...

რუსეთმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებითც იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

რუსებმა  წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში ხანძრები გამოიწვია, მათ შორის კერძო სახლებში.ბოლო ცნობებით, დაიღუპა...

ჩემი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?: ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-8 წერილს აქვეყნებს, თუმცა ამჯერად, მხოლოდ საკუთარ დამსახურებებზე წერს მას შემდეგ, რაც...

ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – ზურაბიშვილი

"ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ"-...