ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით, მოვლენების განვითარებას.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველოში ფასის ისტორიული მაქსიმუმიდან გამომდინარე, ხომ არ განიხილავენ საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირებას.