ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები.
ეს მიდგომა და დამოკიდებულება ცხადი იყო, რომ იმთავითვე იწყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს, ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო.
საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივნისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლობიანი პარტნიორი – ანუ, დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედია, ამავე დიალოგის მაგიდაზე მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე კი, ალბათ იანვრამდე ან უფრო გვიან, ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან.
მთავარი ახალი ამბები ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი





