უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.
“არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ “, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად“.
„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი – კაცი იქნება, თუ ქალი – დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


