მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

„კატეგორიულად მოვითხოვ მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია. მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“

პარტიებს კი არა ანწუხელიძეს, ძმებ რომელაშვილებს და ჩვენს გმირებს აცხადებენ დამნაშავედ!!! ეს არ არის პარტიის საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმება! ეს არის მერაბ კოსტავას, ზვიადის საქართველოს გასამართლება! ღალატის კომისიის სისრულეში მოყვანა და მწამებელი, ტერორისტი რუსეთის გამართლების აქტი!

იმედი მაქვს ამ პროცესს გაიაზრებს ყველა და ლაჩრულად, შეშინებულები მხოლოდ „შეშფოთებით“ არ შემოვიფარგლებით! აქ ყველა ერთი ვართ და ეს უნდა ვაქციოთ საქმედ!!!

რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს! გაიღვიძეთ! უკიდურესად ჩუმად არის ხალხი და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი გმირების სულში ჩაფურთხებას და ჩვენი დამოუკიდებლობის რეალურად ოკუპანტზე გადაცემას არ შევებრძოლებით!

ცხადად და მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არ ეხება პარტიების რეესტრს!

ამ სათაურის ქვეშ საქართველოს აბრალებენ აგრესორობას, საქართველოს ასამართლებენ, გმირებს უყენებენ ბრალს და რუსებს ამართლებენ – ჩვენი დების, ძმების, შვილების მკვლელობაში! ძმებო არ შეიძლება ამის გატარება! ქმნიან დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს!

უმორჩილესად გთხოვთ ნურც თავს და ნურც ხალხს ნუ მოატყუებთ, რომ აი „გარედან“ მოგვეშველებიან და ისინი დაამარცხებენ რეჟიმს! ასე ვერ იქნება, თუ ჩვენ ჩმორებივით დავხრით თავს და ყველაფერზე ვიტყვით, რომ „მერე რა“….

ახლა დროა პროცესის გარშემო, საქართველოს გარშემო დავდგეთ და ვიბრძოლოთ! ერთი „პარტია“ არსებობს და ეს არის საქართველო!

როგორც რიგითი მოქალაქე, მომავალში მოვემსახურები მას, ვინც დღეს ივაჟკაცებს საქართველოსთვის!

მოკლედ, მზად ვარ და მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი!

ასევე მაქვს იმედი, ათასობით ადამიანი პარალელურად იქნება პროტესტში ბათუმშიც!

აღარ არსებობს არანაირი გამყოფი, ახლა მაინც გაიგოს ყველამ!

ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

პ.ს. მხარს ვუჭერ 25 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას! უნდა ვიაქტიუროთ!“, – წერს ხაბეიშვილი.

პოპულარული

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმა: 12 დაღუპული და 300-ზე მეტი დაშავებული

სააგენტო AFP-ის ცნობით, დიპლომატიურმა წყარომ ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი,...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში...

ყველა ამბავი

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას,...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის...

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს."14–15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვის...

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი" - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს...

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“: ოპოზიციის ალიანსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - ოპოზიციის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და 25 ოქტომბერს დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყებას,...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, მუშები კი ღამით სტიქიის ზონაში ჩარჩნენ. ქალაქის...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.„აკრძალვა მოხსნილია. ...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს....