აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის ადგილობრივმა მცხოვრებმა მოკლა, განაცხადა პოლიციამ.

დაღუპული ბავშვები ხუთი, რვა და 11 წლის იყვნენ. პოლიციის ცნობით, კიდევ ერთი, შვიდი წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, თავდამსხმელმა Silver Rail Elementary-ის დაწყებით სკოლაში მას შემდეგ შეაღწია, რაც ჩაკეტილ კარებს ცეცხლი გაუხსნა. ასაკის გარდა, პოლიციას ეჭვმიტანილის შესახებ სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.

ასევე უცნობია, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს სკოლასთან რაიმე კავშირი.

„ამ უაზრო ტრაგედიით შეძრწუნებული და გულმოკლული ვართ“, — განაცხადა ბენდ–ლა-პაინის სასკოლო ოლქის ხელმძღვანელმა სტივენ კუკმა.

„შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცეთ ის მწუხარება, რომელსაც ჩვენი საზოგადოება განიცდის“, — დასძინა მან.

ბენდის პოლიციის უფროსის, მაიკ კრანცის თქმით, 16 წლის მოზარდი ადგილობრივმა მცხოვრებმა მოკლა, რომელმაც დაინახა, როგორ შეაღწია მოზარდმა სკოლაში და უკან გაჰყვა.

ორეგონის გუბერნატორმა ტინა კოტეკმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც, მისი თქმით, „გმირულად ჩაერია, რათა მეტი მსხვერპლი აეცილებინა თავიდან“.

„არცერთ მშობელს არ უნდა უწევდეს ასეთი დღის გადატანა და არცერთ საზოგადოებას — მსგავსი განსაცდელის გამოვლა“, — განაცხადა კოტეკმა.

სასწავლო დაწესებულებებში სროლა აშშ-ში განმეორებადი მოვლენაა. ყველაზე გახმაურებულ თავდასხმებს შორისაა სროლა „კოლუმბაინის“ საშუალო სკოლაში 1999 წელს, „სენდი-ჰუკის“ დაწყებით სკოლაში 2012 წელს, მარჯორი სტოუნმენ დუგლასის სახელობის უფროსკლასელთა სკოლაში 2018 წელს და ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში, 2022 წელს.

CNN-ის დათვლით, ბენდში მომხდარი შემთხვევა 2026 წლის დასაწყისიდან ამერიკული სკოლების ტერიტორიაზე სროლის 36-ე შემთხვევაა.

ყოველი მსგავსი შემთხვევა ხელახლა აღვივებს დისკუსიას იარაღის შესახებ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება იცავს. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების შეიარაღებას უჭერენ მხარს და ამას დაცვის ერთ-ერთ შესაძლო ზომად მიიჩნევენ.

პოპულარული

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და...

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – ოანა-სილვია ტოიუ

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს,...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ყველა ამბავი

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც სისტემას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას,...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ...

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო...