რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში. ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

„მცდარი შეფასებები და მცდარი მოლოდინები სახიფათოა. „პარტიების აკრძალვა” – მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს. თუ ერთობლიობაში შეხედავთ საკონსტიტუციოში გაგზავნილ სარჩელს, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებსა და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს. შედეგი იქნება შემდეგი:
2024 წლის „არჩევნებში” მონაწილე (გამარჯვებული) ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერებიდან ყველა იქნება ციხეში ან საზღვარგარეთ;
იგივე ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფებს, ყველას, 600 ადამიანს, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა + „ფედერალისტებსაც“;
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავეთ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი/ხელფასი, ასევე, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა (არ ვიცი რამდენი ათასეული თუ ათეულ ათასეულია ამ ჯგუფში);
თუ ვინმე ეცდება გააკეთოს ახალი პარტია, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება იმ 600-იდან ან ამ ათასეულებიდან (თუ ათობით ათასეულებიდან), ეგ პარტიაც აიკრძალება;
ზოგადად, თუ რეალური საფრთხე გახდი ივანიშვილის ოჯახური კლანისთვის – აიკრძალები და/ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდები;
ეს ყველაფერი ასე ექსპლიციტურად არ წერია; ვიღაცებზე, ვინც თავს დაუხრის და/ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, შეიძლება გამონაკლისებიც დაუშვას, მაგრამ ერთობლიობაში ამ სურათისკენ მიდის ივანიშვილი/მიდიან რუსები.
ასე რომ, რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში.
ამ სურათის დანახვა მნიშვნელოვანია.
ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ.
თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, რომელსაც ექნება საკმარისი ქარიზმა, გამბედაობა, პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის ურყევი ნდობა და რომელიც განგმირავს გველეშაპს, საიდან უნდა გამოჩნდეს თუ ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ცხოვრებაში არაფრით დაინტერესებულა, არაფრით შეწუხებულა და არაფერი უკეთებია, მე არ ვიცი (მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლოდინი, ვინც აქ იპოვეთ თავშესაფარი)
ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელია
ამისთვის საჭიროა რომ:
სურათი სწორად დავინახოთ და მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს;
გოდებას შევეშვათ (ამაზე გაცილებით უარესები გადაუტანია ხალხს და ამათზე გაცილებით ძლიერები დაუმარცხებიათ);
გავაგრძელოთ ბრძოლა ყველგან, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან”, – წერს ჯაფარიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

პოპულარული

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს...

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“: ოპოზიციის ალიანსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - ოპოზიციის...

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

ყველა ამბავი

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის...