” მე მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა, მქონდა გაზქურა. ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა მის ჩართვას, გაზქურის ჩართვა კი, საჭმლის გაკეთება უნდოდა. ბოშის გაზქურა კი ისეთია, ცეცხლი თუ არ უკიდია, ის კეტავს. […]” – 31 წლის კაცის მამა, რომლის ბინაშიც ქვემო ფონიჭალაში აფეტქება მოხდა, ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს, რადგან გამათბობელი სახლში არ ჰქონიათ.
“რა თქმა უნდა, ვიზიარებ მწუხარებას, ყველა დაღუპულისთვის, პირველ რიგში, დაზარალებულებისთვის… ჩემს შვილზე გითხრათ, პირველ რიგში, არც მკვლელია, არც ტერორისტი არ არის, სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, ჰქონდა რაღაც, ყველამ იცის, რა ტრავმაც ჰქონდა, 5 კერა აქვს თავში სისხლჩაქცევის, მაგრამ სრულიად ადეკვატური, სრულიად გულკეთილი და ძალიან თბილი ბავშვი.
რაც შეეხება ამონაწერებს, ბოლოს იყო სექტემბერში, 1 კვირის განმავლობაში, სადღაც 10 დღის ალბათ, პენსიის გასანაღდებლად იყო ჩამოსული. ამონაწერები შეიძლება პოლიკლინიკაშიც ნახონ, შუქის ამონაწერებშიც… გადაღებული ჰქონდა “სოჩიკი” და მე ვრიცხავდი, როცა ჩადიოდა. […] შარშან, მარტის აქეთ, თითქმის ყოველთვე ვიყავი და გადახდებიც მქონდა. […]
მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია… თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მე მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა, მქონდა გაზქურა. ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა მის ჩართვას, გაზქურის ჩართვა კი, საჭმლის გაკეთება უნდოდა. ბოშის გაზქურა კი ისეთია, ცეცხლი თუ არ უკიდია, ის კეტავს. […]
არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, მიშენებაში, აფეთქება მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში, ის ჩაინგრა… რანაირად? ეს მაინტერესებს. […]
არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო. მითუმეტეს, შემოწმებული რომ ჰქონდათ, თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ძალიან ცუდი ლაპარაკები მიდის, ჩემი ბიჭი დამნაშავეა… იგივე დაზარალებულია, რაც სხვები. […]
მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ცვლილებები არ აქვს, სტაბილურად მძიმეა. ველოდებით ყოველდღე რამე პასუხს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არ გვაქვს.


