აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მთავრობის სხდომის პარლალეურად მოქალაქეები აქციას მართავენ, 2 ადამიანი დააკავეს.
მათ დაკავებას აქციის მონაწილეები ტაშით და შემდეგ შეძახილებით გამოეხმაურნენ: “ბრავო, ბუშტის მცველებო”, “ყველას ხომ ვერ დაგვაკავებთ”.
დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: “თორნიკე, გამოდი ხალხთან”, “თორნიკე მონა”.
ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ
საპროტესტო აქციები აჭარაში რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებიია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.
დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)