შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დარეგისტრირება ვიდეოზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, სამუშაო საათებში 09:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
უწყება განმარტავს, რომ ვიდოეზარით პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელი ბრაუზერ – Internet Explorer-ით უნდა იყოს შესული და კომპიუტერულ მოწყობილობას ვიდეოთვალი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეგისტრაციას ვერ გაივლიან. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა ვიდეოინსტრუქცია გამოაქვეყნა.
მთავრობამ დაწესებული შეზღუდვების გამო თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარება — 300 ლარი დააწესა. ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.
დახმარების მისაღებად სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge .





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)