“თავისუფალი საწოლების რაოდენობა მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები არ გვაქვს “- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა მიუთითებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, არ ჰყავთ.
“დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება. ქვეყნის მასშტაბით 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, რომ მძიმე შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)