ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ინფიცირებულების საერთო რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ WHO-მ საკუთარ ტვიტერზე დაწერა.
ბოლო მონაცემებით, იმუნიზაციაში 124 მილიონი ადამიანი უკვე ჩაერთო – 73 ქვეყნიდან. ვაქცინაციის სისწრაფით ისრაელი ლიდერობს – ყოველ 100 ადამიანზე 61 აცრილით, შემდეგ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო და აშშ.
რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, საქართველო Pfizer-ის ვაქცინას აითვისებს, ხოლო შემდეგი AstraZeneca იქნება. საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.


![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)

