„ალტერნატივის“ აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ნ.დ. რომელსაც ბრალად ძალადობა ედება და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.დ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. “- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)