დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ჯამში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზაა. AstraZeneca-ს, დაახლოებით, 43 000 დოზა ქვეყანაში 15 ივნისამდე უნდა შემოვიდეს.
“გარდა ამ 200 000-სა რაც ახლა არის ქვეყანაში, დაახლოებით, 43 000 დოზა Astra Zeneca უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე ქვეყანაში კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ასევე, დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ რიცხვებში ნახევარი მილიონი Sinopharm-ი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და შემდეგ მესამე კვარტალში უნდა შემოვიდეს მილიონი დოზა Pfizer-ი”, – განაცხადა გამყრელიძემ.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)