“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით რომ ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო დღე დაიწყოს დილის 8 საათზე და დამთავრდეს 16:00 საათზე. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება მოქალაქეებს რომ დარჩეთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება.
“ნიშვნელოვანია, რომ 8 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, რომელიც დღესდღეობით 10 საათზე იწყება და 2 საათით ადრე შევქმნათ პრეცედენტი ქვეყანაში გაღვიძების. 4 საათზე დასრულებული სამსახურის შემდეგ ადამიანს უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ეს ბევრი დროის დარჩენა ნიშნავს, რომ ეკონომიკაში მეტი თანხა იტრიალებს. 6-7 საათზე სამსახურის დამთავრების შემდეგ ადამიანს არანაირი ხასიათი არ გააჩნია სადმე წავიდეს, თავის თავს მიხედოს იმიტომაც, რომ უკვე დაკეტილი ხვდება ყველა შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მენტალური ცვლილებების პირველი ნაბიჯად ეს გვესახება” – აცხადებს შოთა ბურჯანაძე





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)