Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ “აბრამსის” ტიპის ამერიკული ტანკები უკვე უკრაინაშია.

“სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ახალ კონტრაქტებს ვეძებთ, ვაფართოებთ მიწოდების გეოგრაფიას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ტანკი გაიგზავნა უკრაინაში. მანამდე, Politico წერდა, რომ უკრაინაში 10 ტანკი გაიგზავნებოდა.

უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს განაცხადა.