უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ “აბრამსის” ტიპის ამერიკული ტანკები უკვე უკრაინაშია.
“სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ახალ კონტრაქტებს ვეძებთ, ვაფართოებთ მიწოდების გეოგრაფიას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ტანკი გაიგზავნა უკრაინაში. მანამდე, Politico წერდა, რომ უკრაინაში 10 ტანკი გაიგზავნებოდა.