“ქართული ოცნება” ოპოზიციას პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად არჩევას სთავაზობს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აღნიშნულ შეთავაზებას მიუღებლად აფასებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მედიატორების თვალში გამოაჩინა, რომ შეთანაზება აქვს.
“მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, თუ არა ჩვენი მედიატორის თვალში გამოჩენა, რომ აი მზად ვართ, მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული დეპუტატი და არამარტო 2020 წლის არჩევნები ყველა დანარჩენი არჩევნები საქართველოში ანუ უსასრულობამდე, ასეთი არასერიოზულობა არ მინახავს” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.