თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მიკროავტობუსების კომპანია ადასტურებს.
კომპანიის ინფორმაციით,ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს მიკროავტობუსის მძღოლსაც, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
აეროპორტის გზაზე სამარშუტო ტაქსი და სატვირთო მანქანა ერთამანეთს დღეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.