ქართული ოცნების ოფისი, სადაც დილიდან უმრავლესობის სხდომა ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა გუგული მაღრაძემ პოლიციის დახმარებით დატოვა. ოფისიდან გამოსულ დეპუტატს ჟურნალისტები კითხვებს უსვამდნენ, თუმცა მან არცერთ კითხვას არ უპასუხა და თქვა, რომ განცხადებებს სხვები გააკეთებდნენ. “აღარ გავიარო ხალხნო? ჩემი ქალაქიც არის ეს„– ეს იყო ერთადერთი კომენტარი, რომელიც გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, რომლებიც მას გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ. ჟურნალისტებისგან ის პოლიციამ დაიცვა და მანქანამდე მიაცილა.