ბინების დაქირავების სერვისმა, Airbnb–მ განაცხადა, რომ აჩერებს მუშაობას რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების გამო ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ამ ტერიტორიებზე გაწეული მომსახურებების კონტროლი შეუძლებელი გახდა.