ახალციხეში, 59 წლის მამაკაცის ცხედარი მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მამაკაცი გარდაცვლილი მეზობელმა აღმოაჩინა.
ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.