ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სოფელში მერის წარმომადგენელი გრიგოლ ღამბაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ მონუმენტი ამ ადგილას ადრეც იდგა, სამი წლის წინ დაზიანდა და სოფლის მცხოვრებლებმა ახლა შეაკეთეს. ღამბაშიძე ამბობს, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.
„შემოდგომით აღადგინეს, კომუნისტების დროიდან დგას. ნებართვაც აქვთ აღებული მაშინდელი აღმასკომის თავმჯდომარისგან. ტერიტორია მემორიალადაა დაკანონებული“,-განაცხადა ღამბაშიძემ.