“სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. მათე ჯომიდავას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.
ჯომიდავა “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ჯომიდავას უცნობი პირები სუპერმარკეტთან დაესხნენ თავს. პოლიციამ ისინი დააკავა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ბრალდებულებს მსუბუქი მუხლი წაუყენეს, რის გამოც ისინი დღეს თავისუფლები არიან. სასამართლომ თავდამსხმელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.