ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს. სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობის გამო მათ ივანიშვილის სახლამდე გადაადგილება ვერ შეძლეს. ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასაც.
პოლიციამ აქტივისტებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ისინი კანონის დარღვევას არ აპირებდნენ და ნაგვის ურნის მიტანას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა.