“ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა”-ანიტა ხელოვნურად დააძინეს

ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელიც ინდოეთის კლინიკაში მკურნალობს, დამძიმდა. ანიტა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ის ექიმებმა ხელოვნურად დააძინეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

“ანიტელებო შუადღე მშვიდობისა!

ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!

რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.

ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.

გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!

გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!

თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს!”-წერს ოჯახის ახლობელი.