ახმეტაში 48 წლის მწყემსი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მწყემსი მოკლეს.

მკვლელობას წინ უძღოდა  ორ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 34 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ისროლა, რის შედეგადაც მწყემსი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მკვიდრია, ხოლო მამაკაცი, რომელმაც ისროლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრებია.

ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც გაისროლა, პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარი დანაშაულის შესახებ აცნობა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.