ალბანეთმა ირანის ელჩი გაიწვია:”ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა”

{{ARTICLEIMAGE}}
ალბანეთმა ქვეყნიდან ორი ირანელი დიპლომატი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზეზით გააძევა. მათგან ერთი ირანის ელჩი ღოლაჰოსეინ მოჰამადნია.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო საქმიანობაში იყვნენ ჩართული; მათ დაარღვიეს დიპლომატიური სტატუსი”.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დიპლომატები ირანელ აგენტებად მოიხსენია, რომლებიც პოპმპეოს თქმით, ალბანეთში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.