“ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი” – კალაძე სკანდალურ წერილზე (ვიდეო)

ხაზარაძის საქმეზე და მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის განცხადებით მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა დღეს კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა.
“არის კონკრეტული საქმე სამართლებრივად დაწყებული და გაეცმება პასუხები. თუ არის რაიმე კითხვები სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა და არა პოლიტიკურ ჭრილში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის განხილვა. რა შუაშია მედია ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მე არ ვიცი ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ანალოგიური წერილი. ჩემთვის ყველაფერი ღიმილის მომგვრელი იყო რაც ეწერა. საერთოდ რა შუაშია ტვ პირველი, გაუგებარი იყო, რა შუაშია არტ არეა. მომავალში ალბათ ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი. დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს.“ – ამბობს კალაძე

{{VIDEO}}