საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ეხმაურება.
„ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ, მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, – წერს საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. კენჭისყრაზე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.