ამალ კლუნი შვილთან ერთად ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა

{{ARTICLEIMAGE}}

 

გასული წლის ივლისში 57 წლის ჯორჯ კლუნი და მისი 40 წლის მეუღლე, ამალ კლუნი პირველად გახდნენ მშობლები. მათ ტყუპები – ალექსენდრი და ელა შეეძინათ. მას შემდეგ ვარსკვლავური წყვილი პრესას სიახლოვეს არ იკარებს და პირად ცხოვრებაში არ ახედებს, თუმცა პაპარაცები ხანდახან მაინც ახერხებენ ამალი ბავშვებთან ერთად გადაიღონ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მსახიობის ცოლი თავის ვაჟთან ერთად ნიუ–იორკის ერთ–ერთი სასტუმროდან გამოვიდა. ამალს ყვითელი ტყავის ქურთუკი, ჯინსი და შავი ბათინკები ეცვა და ხელში ბავშვი ეჭირა. როგორც კი პაპარაცები შენიშნა, შეეცადა სახე ქუდით დაემალა და შვილთან ერთად სასწრაფოდ ჩაჯდა დაბურულ მანქანაში.

 

 

 

 

მეორე ტყუპისცალი – ელა ფოტოგრაფებმა იქ ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს დედას ორივე შვილის ერთად გასეირნება უჭირს.

 

 

 

 

 

 

სხვათა შორის, ერთ–ერთ ინტერვიუში ამალ კლუნიმ აღიარა, რომ თავიდან ტყუპების მოვლა ძალიან გაუჭირდა. “რთული იყო ის პერიოდი, როცა ძუძუთი ვკვებავდი. ისინი ხომ ორნი არიან. უამრავი აქსესუარი, ბალიშები და სხვადასხვა ტექნიკა მქონდა ამ საქმისთვის“ – ამბობს ტყუპების დედა. თუმცა დასძენს, რომ ყველა სირთულე ფერმკრთალდება იმ ემოციების ფონზე, რომლებსაც პატარები იწვევენ როცა მას და მის მეუღლეს დედას და მამას ეძახიან.