ამანდა სეიფრიდი პაპარაცებმა ნიუ იორკში შვილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს

ამანდა სეიფრიდი პირადი ცხოვრების აფიშირებას ერიდება და იშვიათად საუბრობს საკუთარ ოჯახზე, თუმცა პაპარაცებს ყოველთვის ვერც ის ემალება. ამ დღეებში პაპარაცებმა 33 წლის მსახიობი ნიუ იორკის ქუჩაში ორი წლის ქალიშვილთან, ნინა რეინთან სეირნობისას გადაიღეს. დედა შვილი სეირნობისას თან ნაყინს მიირთმევდა.
მსახიობი ცდილობს ბავშვთან დიდი დრო გაატაროს და ნინა ყველგან თან ატაროს. აგვისტოს დასაწყისში მან სოციალური ქსელების ხელმომწერებს უამბო, როგორ დაჰყავს თან შვილი გადაღებებზე. ნინა სეიფრიდის და 43 წლის მსახიობის, ტომას სადოკის ერთადერთი შვილია. წყვილი უკვე სამი წელია ერთად არის. ისინი ერთად მონაწილეოდნენ ფილმში “უკანასკნელი სიტყვა“. 2017 წელს კი დაქორწინდნენ.