ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარი კოსმოსიდან გადაიღეს (ფოტოები)

ერთი კვირაა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა.

იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეებში ხანძრების ფოტო კოსმოსიდან გადაიღო. ლუკა პარმიტანომ სურათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაავრცელა.

„ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“, – დაწერა იტალიელმა ასტრონავტმა „ტვიტერის“ გვერდზე.

{{PHOTOGALLERY}}