ამერიკელებისთვის ჩინეთში ვიზიტი საშიშია

{{ARTICLEIMAGE}}ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით აშშ–ს მოქალაქეებისთვის, ვინც ჩინეთში ვიზიტს გეგმავს არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთის ხელისუფლება მათ ქვეყნიდან აღარ გამოუშვებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ხანდახან “გასვლის აკრძალვა“ წლობით მოქმედებს და ამერიკელებს ჩინეთის დატოვების უფლებას არ აძლევს, რადგან პეკინს სურს აიძულოს აშშ–ს მოქალაქეები “მონაწილეობა მიიღონ გამოძიებებში“, რომლებსაც თითქოს ჩინეთის მთავრობა აწარმოებს.

აკრძალვის შესახებ ამერიკელები მხოლოდ ქვეყნის დატოვების მცდელობის მომენტში იგებენ, თანაც აკრძალვის ვადების გარკვევა შეუძლებელი ხდება. აშშ–ს საგარეო პოლიტიკური უწყების განმარტებით ხშირად ამერიკის მოქალაქეები დევნისა და მუქარის ქვეშ არიან, გაურკვეველი ვადით აკავებენ და დაკითხვებზე დაყავთ ისე, რომ არც კი იციან რაში ადანაშაულებენ .

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ჩინეთის ხელისუფლება მსგავს ზომებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. ამერიკელები შეიძლება დააკავონ ან მათი დეპორტაცია მოახდინონ იმის გამო, რომ მაგალითად ისინი ელექტრონულ მესიჯებში ჩინეთის მთავრობას აკრიტიკებენ.

გარდა ამისა, პეკინი ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს. თუ აშშ–ს მოქალაქეს ჩინეთის მოქალაქეობაც აქვს, ან თუნდაც “ჩინური ფესვები“, ასეთი ამერიკელი შესაძლოა დამატებით შემოწმებას და დევნას დაექვემდებაროს.
“ჩინეთმა შესაძლოა არ მისცეს უფლება აშშ–ს საელჩოს საკუთარ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურება გაუწიოს“ – ნათქვამია განცხადებაში.