მასაჩუსეტსის შტატის პროვინსთაუნში მამაკაცმა სანაპიროზე სეირნობისას ბოთლი იპოვა სადაც წერილი აღმოჩნდა.ამის შესახებ ინფორმაციას Daily News-ზე ვკითხულობთ.
ჯოშუა მენდესის ყურადღება შუშის კოკა-კოლის ბოთლმა მიიქცია, რომელშიც 1983 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი 11 წლის ჯენი ბრაუნი აღმოჩნდა.
როგორც წერილის ავტორი წერს, ის პატარა ქალაქ ჯონსპორტში ცხოვრობს. მან თავისი საფოსტო ყუთის მისამართიც მიუთითა და წერილის მპოვნელს პასუხის გაგზავნა სთხოვა.
მენდესმა გოგოს პოვნა სოციალური ქსელების მეშვეობით სცადა, თუმცა უშედეგოდ.